"ქართული ოცნება" ამომრჩეველთან შეხვედრას და რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენას იწყებს
"ქართული ოცნება" ამომრჩეველთან შეხვედრას და რეგიონებში მაჟორიტარების წარდგენას იწყებს

A+ A-

10:59 09/08/2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება.

მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

ამავე დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.