რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ - უილიამ ევანინა
რუსეთი, ჩინეთი და ირანი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ - უილიამ ევანინა

A+ A-

14:08 09/08/2020

რუსეთი, ჩინეთი და ირანი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ - ამის შესახებ აშშ-ის კონტრდაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელმა უილიამ ევანინამ განაცხადა. 

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა უილიამ ევანინამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 3 ნოემბრისთვის დანიშნული არჩევნების შედეგების შეცვლისთვის რამდენიმე სახელმწიფო "გავლენის ფარულ და ღია მეთოდებს" იყენებს. ამ არჩევნებზე მოქმედ პრეზიდენტს რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. 

ევანინას თქმით, რუსეთს ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა სურს, ჩინეთს კი პირიქით, ტრამპის გაპრეზიდენტებაში ხელის შეშლა უნდა. ირანს კი მთლიანად აშშ-ის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრეზიდენტისადმი ნდობის შერყევა აქვს გეგმად. 

აშშ-ს საგამოძიებო უწყებები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი 2016 წლის საპრეზიედნტო არჩევნებშიც ერეოდა, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებას უარყოფს. 

უილიამ ევანინას მტკიცებით, უცხოეთის სახელმწიფოები შეეცდებიან აშშ-ს საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომენტირებას ხმის მიცემის პროცესში ჩარევით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოტაცებით თუ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებით. 

წყარო: მთავარი არხი