რუსთავში საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულიდან კაცი გადმოვარდა
რუსთავში საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულიდან კაცი გადმოვარდა

A+ A-

14:40 09/08/2020

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა.

იგი უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.