ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

A+ A-

16:05 09/08/2020

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

ახალი ზელანდიაში დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სულ კორონავირუსის 1,219 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 22 ლეტალურად დასრულდა