სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს
სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს

A+ A-

18:13 11/08/2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში პოლიციელები დაჭრეს. როგორც ცნობილია, გვარაში ბენზინგასამართ სადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოცხადებამ მძღოლი გააღიზიანა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც დაჭრა მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ ორი პოლიციელი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთს ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

დამნაშავე მალევე იქნა დაკავებული. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცველებზე თავდასხმას გულისხმობს. "ღამის საათებში, 4-დან 5 საათის ინტერვალში სტაციონარს მომართა ორმა პაციენტმა. სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ მათ, დაახლოებით 40 წლამდე ასაკის პაციენტები იყვნენ. გაეწიათ პირველადი გადაუდებელი დახმარება, გაეწერნენ ბინაზე სტაბილურ მდგომარეობაში, ექიმის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებს ექიმი.