ბათუმის თეატრის მსახიობი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა
ბათუმის თეატრის მსახიობი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა

A+ A-

14:59 13/08/2020

ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, კუხიანიძე გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე დაქორწინდა.

მსახიობი ქორწინებიდან მესამე დღეს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.