ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი 14 სექტემბერს განახლდება
ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი 14 სექტემბერს განახლდება

A+ A-

15:01 13/08/2020

ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი 14 სექტემბერს განახლდება. ამის შესახებ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება და ასევე უსაფრთხოების ნორმები სრულად იქნება დაცული.

"მიმდინარე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 14 სექტემბერს ვგეგმავთ სასწავლო წლის დაწყებას. ვფიქრობთ, რომ ახალ სასწავლო წელს შევხვდებით უსაფრთხოების სრული დაცვით“,- აღნიშნა გვანცელაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მითითებებსა და რეგულაციებს, სააგენტოში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შრომის ინსპექციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული გაიდლაინები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.