"პატრიოტთა ალიანსი" მაჟორიტარობის კანდიდატებს ისნის გარდა ყველგან დააყენებს
"პატრიოტთა ალიანსი" მაჟორიტარობის კანდიდატებს ისნის გარდა ყველგან დააყენებს

A+ A-

15:04 13/08/2020

"პატრიოტთა ალიანსი" მაჟორიტარობის კანდიდატებს ისნის სამაჟორიტარო ოლქის გარდა ყველგან დააყენებს და წარდგენა ბათუმიდან დაიწყება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიულ სია "პატრიოტთა ალიანსი" თბილისში 8 სექტემბერს წარმოადგენს.

„ჩვენ ახლა გადავდივართ აქტიურ ნაწილზე, როდესაც ვგეგმავთ ჩვენი კანდიდატების წარდგენას. 18 აგვისტოს გვექნება კანდიდატების წარდგენა ბათუმში. მიხარია, რომ საარჩევნო კამპანიას ვხსნით ბათუმიდან. ამის შემდეგ, მაჟორიტარებს წარვადგენთ უკვე ქუთაისიდან, ეს მოხდება 23 აგვისტოს. 8 სექტემბერს კი, თბილისში გვექნება მასშტაბური პრეზენტაცია“,- განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. არავისთან ვაწარმოებთ შეთანხმებას. კანდიდატებს დავაყენებთ ყველგან, ყველა ოლქში და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ერთადერთი, რასაც ანგარიშს გავუწევთ არის ოლქები, სადაც დათო ჭიჭინაძე და კახი კახიშვილი მონაწილეობენ, რადგან კახა კახიშვილი არის ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი. დავით ჭიჭინაძე კი, ასევე ჩვენი ფრაქციის წევრი იყო და წარმატებებს ვუსურვებ მათ. დანარჩენ შვიდ ოლქში გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა