"ქართული ოცნება" 52%, "ნაციონალური მოძრაობა" - 19% - Survation-ს კვლევები
"ქართული ოცნება" 52%,  "ნაციონალური მოძრაობა" - 19% - Survation-ს კვლევები

A+ A-

15:12 13/08/2020

"რუსთავი 2-ის" დაკვეთით ბრიტანულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხულია 1200 საარჩევნო ასაკის მქონე პირი, რომლებსაც კომპანიამ შეკითხები მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებთან, მათ ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ინსტიტუტების მუშაობასთან დაკავშირებით დაუსვა.

საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება" - 52%

"ენმ" - 19%

"ევროპული საქართველო" - 8%

"პატრიოტთა ალიანსი" - 5%

"ლელო" - 5%

"ახალი საქართველო" - 4%

სხვა - 7 %