"Facebook"-მა 13 რუსული გვერდი და 2 ანგარიში დაბოლოკა, "Twitter"-მა კი 5 ანგარიში
"Facebook"-მა  13 რუსული გვერდი და 2 ანგარიში დაბოლოკა, "Twitter"-მა კი 5 ანგარიში

A+ A-

10:33 02/09/2020

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულმა სოციალურმა ქსელებმა ,,Facebook’’-მა და ,,Twitter’’-მა რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებული ანგარიშები დაბლოკეს.

კომპანია,,,Facebook’’-ის ინფორმაციით, დაბლოკილია რუსეთთან დაკავშირებული ორი გვერდი და ცამეტი ანგარიში, რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, რუსეთი შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩასარევად იყენებდა.

,,Twitter’’-ის განცხადებით კი, კომპანიამ 5 რუსული ანგარიში დაბლოკა.

აღნიშნული ინფორმაცია კომპანიების ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.