ნეიროქსელს ყოველი ადამიანის შესაძლო დაავადების წინასწარმეტყველება შეუძლია
ნეიროქსელს ყოველი ადამიანის შესაძლო დაავადების წინასწარმეტყველება შეუძლია

A+ A-

101

05:27 22/10/2018

თანამედროვე მეცნიერების აღმოჩენები კვლავაც გვაოცებს. ამჯერად აშშ სპეციალისტების მიერ ახალი მიღწევის შესახებ გიამბობთ.
ეს არის ნეიროქსელი, რომელსაც დაავადების წინასწარმეტყველება შეუძლია. ეს ნამდვილად ისე ჯღერს, თითქოს სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმს ვუყურებდეთ, მაგრამ ეს – რეალობაა.
მეცნიერების მიერ შემუშავებულ ნეიროქსელს შეუძლია ადამიანის დნმ ინფორმაციის ანალიზი. დღეს მას უკვე შეუძლია ისეთ მონაცემებთან მუშაობა, როგორიც არის ძვლების სიმკვრივე. შედეგად შესაძლებელია იმის გაგება, აქვს თუ არა კონკრეტულ ადამიანს მიდრეკილება ისეთი სერიოზული დაავადების მიმართ, როგორიც ოსტეოპოროზია. დადებითი პასუხის შემთხვევაში – დაიწყება პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც თავიდან ააცილებს მას ამ ვერაგ დაავადებას. მინიმუმ კი - მის განვითარებას შეანელებს.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ნეიროქსელის ეფექტურობის ამ მიმართულებით შემოწმების შემდეგ, ამ მეთოდის თამამად გამოყენება სხვა მონაცემების ინტერპრეტირებისთვისაა შესაძლებელი. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნისას და სარძევე ჯირკვლის კიბოს პროგნოზირებისთვისაც კი.
მეცნიერების განცხადებით, ამგვარი გამოკვლევა ადამიანისთვის უმარტივესზე მარტივი ჩასატარებელია. შედეგად ტესტს შეუძლია არა მხოლოდ ორგანიზმში დაავადების საწყის დონეზე განკურნება, არამედ - ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა.