დიდი სურვილი მაქვს, ვერა ქობალია დავაბრუნო საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი
დიდი სურვილი მაქვს, ვერა ქობალია დავაბრუნო საქართველოში - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

10:53 07/09/2020

დიდი სურვილი მაქვს,  ვერა ქობალია დავაბრუნო საქართველოში, ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი. ამის შესახებ წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, ვერა ქობალიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

სააკაშვილის განცხადებით,  ვერა ქობალია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრია საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს,  მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა.

„ვერა იყო ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი საქართველოს ისტორიაში და ამავე დროს მინისტრობის შემდეგ არ დაიკარგა, გახდა 300 მილიონიანი ქვეყნის , ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველი, რომელიც მიავლინა ინდონეზიის პრეზიდენტის და მთავრობის დასახმარებლად ავსტრალიის მთავრობამ და ბოლო წლებში არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი კანადაში. ის მუშაობს ინოვაციების სფეროში და უკიდურესად საინტერესო აღმოჩენები გააკეთა ტექნოლოგიური აპლიკაციების მხრივ და მისი კომპანიის აქციონერი გახდა ტვიტერი.

რა თქმა უნდა, ძალიან ვისურვებდი, რომ ვერა დავაბრუნოთ ისევ საქართველოში ისევე, როგორც ყველა სხვა წარმატებული ქართველი." - წერს მიხეილ სააკაშვილი.