ეს წვრთნები არ არის ვინმესთვის მიმართული, ეს საქართველოს ხვალინდელი დღეა - პრემიერ-მინისტრი
ეს წვრთნები არ არის ვინმესთვის მიმართული, ეს საქართველოს ხვალინდელი დღეა - პრემიერ-მინისტრი

A+ A-

11:20 07/09/2020

ეს წვრთნები არ არის ვინმესთვის მიმართული, საქართველოსთვის ეს არის დღევანდელი დღე, ეს არის ხვალინდელი დღე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს წვრთნები საქართველოს ევროატლანტიკური გზაა.

„საქართველოსთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის დღევანდელი დღე, ეს არის ხვალინდელი დღე და ევროანტლანტიკური გზა. ეს წვრთნები არ არის ვინმესთვის მიმართული, ეს არის საქართველოს თავდაცვისუნარიაობის გაუმჯობესება და მადლობას გიხდით ღირსეული პარტნიორობისათვის.

დღეს ბედნიერებაა, ვიყო აქ ამ წვრთნების საზეიმო გახსნებზე, რამეთუ „ღირსეული პარტნიორი 2020“ არის მნიშვნელოვანი გაგრძელება ამ წვრთნების, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი პარტნიორებისათვის“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა წვრთნებში მონაწილე ყველა ქვეყანას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მსგავსი წვრთნები, ქვეყნისთვის მშვიდობის საფუძველია. 

„მე, როცა აქ ვხედავ 200 ჯარისკაცს და წარმომიდგენია, როგორი ღირსეული იქნება მათი წვრთნები, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის. წვრთნა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგან ევროინტეგრაცია გახდეს მიღწევადი მსგავსი წვრთნები არის საქართველოს მშვიდობის საბაბი.

საქართველოს ჯარები მონაწილეობენ სხვადასხვა წვრთნებში ევროპისა და აშშ-ის ეგიდით. საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში უნდა გაძლიერდეს. საბოლოო ჯამში უნდა გაიზარდოს მსგავსი წვრთნები. მადლობას გიხდით და ეს საქართველოსათვის უაღრესად არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს, ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე „ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.