ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტი გვქონდა - ვიკა ბუკია
ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში  მჭიდრო კონტაქტი გვქონდა - ვიკა ბუკია

A+ A-

18:41 09/09/2020

ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში  მჭიდრო კონტაქტი გვქონდა. ამის შესახებ  წერს პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის მეუღლე ჟურნალისტი ვიკა ბუკია. 

მისი თქმით, დაინფიცირების წყარო უცნობია.

„მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ, ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები“, - წერს ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ვიკა ბუკიას, რომელიც ტელეკომპანია  „პირველის“ თანამშრომელია,  კორონავირუსი  დაუდასტურდათ.

ირინა მაკარიძე