გახარია - "მუდმივ" პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ - ივანიშვილის სკანდალური კვანტი სააკაშვილს 2020-ში
გახარია - "მუდმივ" პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ - ივანიშვილის სკანდალური კვანტი სააკაშვილს 2020-ში

A+ A-

18:57 10/09/2020

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოქმედ პრემიერს, გიორგი გახარიას კვლავ პრემიერ-მინისტრად მოიაზრებს,  მეტიც, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია, საარჩევნო კამპანიის  პარალელურად, ჯერ პრემიერ-მინისტრობას გააგრძელებს და შემდეგ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება იქამდეც კი,  ვიდრე მომავალი პარლამენტი ახალ მთავრობასა და ახალ პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს. თუ ახალი პარლამენტი ახალ პრემიერს ვერ აირჩევს, გახარია კვლავ პრემიერის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება, ახალი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე! ასეთია ივანიშვილის კვანტი რევანშისთვის მომზადებული ოპოზიციისთვის, თუმცა, ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ, დეტალურად.  

მანამდე კი - „2020NEWS“-ის მეორე ექსკლუზიური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ - თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებს, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერობა სურს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანსაც.  

2020NEWS“-ის ასევე ექსკლუზიური ინფორმაციით, ვისზე გააკეთებს ამ ორ კანდიდატიდან ივანიშვილი გათვლას, ამას პარტია დღეს დაგეგმილ ოცეულის პრეზენტაციაზე გააცხადებს.  

რაც შეეხება სიას, უკვე დაზუსტებულია: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასეთი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოთხეული, ოცეულში კი ისეთი სახეებიც გამოჩნდებიან, აქამდე პოლიტიკასთან შეხება რომ არ ჰქონიათ. ოცეულში ხვდება მოქმედი პარლამენტის სრული სპიკერატი:გია ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა და ექსსპიკერი ირაკლი კობახიძე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სია საჯარო დღეს, საღამოს 20 საათზე გახდება, გუშინ კი, მმართველი პარტიის ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც 40-მდე მოქმედ დეპუტატს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს - ისინი სიაში ვერ მოხვდებიან.

ამ 40 დეპუტატს შორის არიან: ზაზა პაპუაშვილი, ნუკრი ქანთარია, ენძელა მაჭავარიანი, რომან კაკულია, კობა ლურსმანაშვილი, გუგული მაღრაძე, არჩილ ხაბაძე, სვეტლანა კუდბა, მუხრან ვახტანგაძე, ირაკლი შიოლაშვილი, რევაზ არველაძე, ნუკრი ბეჟანიძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი აბუსერიძე, დიმიტრი ხუნდაძე და იოსებ მაკრახიძე.

 

გახარიას გარანტირებულად დათვლილი  წიწილები 2020-ის შემოდგომაზეც და 2021-შიც  

 

გასაგებია 1 პრემიერი და 2 მოქმედი მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში იქნებიან. თუმცა, ვინ შეცვლის მათ უკვე დაკავებულ თანამდებობებზე?  

წულუკიანმა და ღარიბაშვილმა არჩევნებამდე 30 დღით ადრე, პარტიული სიის დარეგისტრირებისთანავე 2 დღეში, საარჩევნო კანონის მოთხოვნის შესაბამისად, დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ.  

სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, მათ მოვალეობას პირველი მოადგილეები შეასრულებენ და ორი თვის გულისთვის, ვიდრე ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება, ამ მინისტრებს ახალი კადრები არ შეცვლიან.  

მაგრამ სულ სხვა საქმეა პრემიერი გახარია და მისი თანამდებობრივი გარანტიები კონსტიტუციაში.  

მოკლედ, საქმე ისაა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტი ქვეყანაში ერთადერთი თანამდებობაა, რომლის დატოვებაც არ ხდება, საარჩევნო კამპანიაში ჩაბმის გამო. საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად დარეგისტრირების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გარდა,  უნდა გადადგეს ყველა მაღალი თანამდებობის პირი.   

ანუ გახარია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერიც იქნება და თან პრემიერ-მინისტრიც, პარლამენტში არჩევის შემდეგ კი - პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე მომავალი პარლამენტი ახალ მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს.  

 

 

გახარია, თუ ის არ გააკეთებს გადადგომის შესახებ განცხადებას,  პარლამენტის წევრის სტატუსის ცნობის შემდეგაც კი, პარალელურ რეჟიმში შეასრულებს  პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, რათა ქვეყანა ახალი მინისტრთა კაბინეტის არჩევამდე, სამთავრობო კრიზისში არ შევიდეს და ამის საშალებას გახარიას  ოპოზიცია-პოზიციის ერთობლივად  მიღებული კონსტიტუცია აძლევს.  

კონსტიტუციის 56-ე მუხლი: 

ახლადარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.  

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან  მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე 

თუმცა საპრემიერო სიურპრიზები აქ არ მთავრდება:  

ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, გახარიას შემცვლელს ივანიშვილის გუნდი არც ეძებს და თავად გახარიაც არ გააკეთებს გადადგომის შესახებ განცხადებას, რადგან კანონით ამის უფლება აქვს.  

თუმცა, თუ გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება, მაშინ მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს ახალი პარლამენტი, ახალი პრემიერისა და ახალი მთავრობის არჩევა-დამტკიცებამდე.  

 

სააკაშვილის რევანში და ივანიშვილის კვანტი 

 

ახლა კი იმის თაობაზე, რატომ არ გააკეთბს გადადგომის შესახებ განცხადებას გიორგი გახარია. 

„2020NEWS“ უკვე წერდარომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამაც დაადასტურა, რომ სააკშვილმა მას უთხრა,  „მერე მე რა, თქვენ თუ ივანიშვილს დაამარცხებთო?“. 

 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს აწყობს,  ივანშვილის გუნდის ან სრული დამარცება და ხელისუფლებაშ მოსვლა, 2 წლით პრემიერი რომ იყოს, როგორც თავად განაცხადა, ანდაც ექსპერტ გია ხუხაშილის თქმისა არ იყოს, თუ ერთპიროვნულად ვერ იმარჯვებს, მაშნ ურჩევნია, ისევ „ოცნება“ გახდეს გამარჯვებული ძალა.  

თავისი 16%-იან მხარდაჭერას ექსპრეზიდენტი: 1.ან თვისი ძალის სრულად გამარჯვებისთვის გამოიყენებს, რა პროცესიც რევოლუციამდეც კი შეიძლება მივიდეს;  

2.ანდაც პარლამენტის ჩიხში შეყვანისთვის გამოიყენებს, რომ ახალი პრემიერის არჩევა ვერ მოხერხდეს და პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვოს; 

3,ანდაც, სულ ბოლო ვარიანტში, ის თავის გავლენებს გამოიყენებს გარეთ მყოფი ოპოზიციის პოზიციების შესუსტებისთვის და არა - მათი გაძლიერებისთვის, თუ ისინი მის პრემიერობას ან მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას არ დაეთანხმებიან 

„ნაციონალური მძრაობის“ ხმების გარეშე დანარჩენი ოპოზიცია „ოცნების“ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას უბრალოდ, ვერ მიიღებს - ხმები არ ეყოფა წინასაარჩევნო რეიტინგების მიხედვით და ისევ „ოცნებასთან“ მოუწევთ თანამშრომლობა, მიუხედავად სააკაშილის ნარატივისა - ყველამ ახლავე დაადასტურეთ, „ქართულ ოცნებასთან“ რომ არ ითანამშრომლებთო 

 

 

ამ ნარატივის შემოგდებაც პოლიტსივრცეში სააკაშვილს ზუსტად იმისთვის ჭირდება, რომ ან თავისი კანდიდატი გაიყვანოს პრემიერად, ანდაც პარლამენტის დათხოვნამდე და ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანოს სიტუაცია.  

საქმე ისაა, რომ კონსტიტუციაში დათქმაა - 40%-ზე მეტი ხმა პროპორციულ ნაწილშ პარტიამ თუ არ აიღო, ის მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. 

ქართულ ოცნებას“ კი ზოგი წინასაარჩევნო გამოკითხვით 55%-იანი მხარდაჭერა აქვს, ზოგით - 33%-იანი 

ეს იმას ნიშნავს, თუ დღევანდელმა მმართველმა ძალამ 31 წლის ოქტომბრის არჩევნებში, პროპორციული სიის ნაწილში - 41% ვერ აიღო, მაჟორიტარები რომც გაიყვანოს ყველა, საკუთარი მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ ექნება.  

ამიტომ მას სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციის შექმნა და გახარიას კვლავ პრემიერად დანიშვნა ისე მოუხდება, რაც 33%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიისთვის, რომლის წინააღმდეგ პოლიტტექნოლოგიური რევანშია აგორებული - „ქართულ ოცნებასთან“ არ შევიკვრებითო - ძნელად მისაღწევი მიზანია.  

ასეთ გაურკვეველ და დაძაბულ სიტუაციაში, ბუნებრივია, ივანშვილი იზღვევს თავსთანაც სწორად, რადგა სააკაშვილის ავნურულმა განზრახვებმა ქვეყანა შეიძლება ჩიხშიც შეიყვანოს და საერთოდ, ვადამდელ არჩევნებამდეც მიიყვანოს, დანარჩენი - ამ ორი ძალასთან არაწონადი - ოპოზიცია კი პროცესების სახელმწიფოებრივ კალაპოტში ჩაყენებას ვერ შეძლებს 

შესაბამისად, ივანიშვილის თავისდაზღვევაც სწორედ ისაა, სააკაშვილის ნება-სურვილზე სირბილის საშუალება არ მისცემს ახალ პარლამენტს.   

ამ  პროცესშიც კვლავ გახარიაა მაშველი რგოლი, რომელმაც გასული გაზაფხულის საპრემიერო წიწილები უკვე დათვალა, ამ შემოდგომის წიწილებსაც დაითვლის და 2021-ის ყველა სეზონისაც, როგორც ჩანს.  

და აი, რატომ:  

1.როგორც უკვე აღვნშნეთ, გახარია არ დაწერს გადადგომის შესახებ განცხადებას და წინასაარევნო პერიოდში იქნება პრემიერ-მინისტრი, რის უფლებასაც მას აძლევს საარჩევნო კოდექსის ზემოთ ნახსენები 112-ე მუხლი. 

2.მას შემდეგ, რაც პარლამენტი მის, როგორც დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს,  „ქართულ ოცნებას“ თუ ექნება იმდენი ხმა, გიორგი გახარია ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცოს, ის თავისთავად გახდება პრემიერ-მინისტრი.  

3.თუმცა, თუ ოპოზიცი შექმნილი სამთავრობო კრიზის გამო, მოხდება პარლამენტის დათხოვნა - გახარია ახალ ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მაინც შეასრულებს 

რუსა მუმლაძე