შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი გაიტანა და დავა შეწყდა
შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი გაიტანა და დავა შეწყდა

A+ A-

83

14:18 23/10/2018

სახელმწიფოსა და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის საგადასახადო დავა შეწყდა. მიზეზი კი შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოდან სარჩელის გატანა გახდა. გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც შავი ზღვის უნივერსიტეტმა 735 000 ლარი გადაიხადა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა.

სარჩელის უკან გატანისა და საგადასახადო დავის შეწყვეტის შემდეგ IBSU-ს ქონებას ყადაღა ავტომატურად მოეხსნა.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

10 სექტემბერს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა. 16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პირველკურსელთა მიღების აკრძალვის გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს.