ფილმი "ოსკარს" ვეღარ მიიღებს, თუ მასში არ მონაწილეობს 1/3: ან ფერადკანიანი, ან ლგბტ-თემის წარმომადგენელი, ანდაც - ქალი
ფილმი "ოსკარს" ვეღარ მიიღებს, თუ მასში არ მონაწილეობს 1/3:  ან ფერადკანიანი,  ან ლგბტ-თემის წარმომადგენელი, ანდაც - ქალი

A+ A-

11:51 14/09/2020

ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარზე“ „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში წარსადგენი ფილმებისთვის ახალი მოთხოვნები წარმოადგინა.

კერძოდ, სულ მცირე ერთი მთავარი ან მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი აზიური, აფრიკული ან ლათინოამერიკული წარმოშობის უნდა იყოს. მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელთა სულ მცირე ერთი მესამედი ქალი, არათეთრკანიანი ან ლგბტ-თემის წარმომადგენელი უნდა იყოს.

ფილმის მთავარი სიუჟეტური ხაზი რომელიმე ზემოხსენებულ ჯგუფს უნდა ეხებოდეს. ამავე ჯგუფების წარმომადგენლები ფილმის გადამღები ჯგუფის სულ მცირე ერთ მესამედს უნდა შეადგენდეს. ფილმის გამომშვებმა სტუდიამ ზემოხსენებული ჯგუფების წარმომადგენლებს ფასიანი სტაჟირების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

აღნიშნული ინფორმაცია კინოაკადემიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამჯერად, კინოპრემიის მთავარი ჯილდოს მოპოვებას შეეცდებიან მხოლოდ ის ფილმები, რომლებიც ახალ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ კინემატოგრაფიული ნამუშევარი ყველა მათგანს შეესაბამებოდეს, ოთხიდან ორი უკვე საკმარისია.

ახალი წესები ძალაში 2024 წლიდან შევა. ამერიკის კინოაკადემიაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სხვა ნომინაციებისთვის მოთხოვნები უცვლელი რჩება.