ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას წყვეტს
ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას წყვეტს

A+ A-

11:05 16/09/2020

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს აღარ იყრის.

როგორც ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, მას "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, თუმცა მათ ბრეგაძის წინააღმდეგ კანდიდატი დააყენეს და სწორედ ამიტომ, იგი წყვეტს გლდანის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას.

„მოგეხსენებათ რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად !!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია,რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა !!! ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ !!! სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი !!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში,რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ !!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი !!!“ – წერს ბრეგაძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. გლდანის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებენ: "ქართული ოცნებიდან" - ლევან კობიაშვილი, "ნაციონალური მოძრაობიდან" - ნიკა მელია, "ლელო საქართველოდან" - გიგლა მიქაუტაძე, "პატრიოტთა ალიანსიდან" - მერაბ ჭიქაშვილი, "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსიდან" - ლაშა გიორგაძე.