სუსის დაშლა და არჩეული შერიფები - რას მოაწერეს ხელი შსს-თან ოპოზიციურმა პარტიებმა?
სუსის დაშლა და არჩეული შერიფები - რას მოაწერეს ხელი შსს-თან ოპოზიციურმა პარტიებმა?

A+ A-

11:42 16/09/2020

სუსის დაშლა, პოლიციის დეცენტრალიზაცია, არჩევითი შერიფები - მართლმსაჯულების სისტემის რეფორმიზაციაზეევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომდაგირჩმაშეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, შემდეგი რეფორმები განხორციელდება:

1.პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2.თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;

3.ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

4.პროკურატურა - ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

5.პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

6.ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

7.სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

დოკუმენტს ხელი  შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მოეწერა.

როგორც შეთანხმების მონაწილე პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული დოკუმენტი "მართლმსაჯულების ძირეულ ცვლილებებზე შეთანხმება აუცილებელია.

„მე პირობას ვდებ, რომ საკანონმდებლო ორგანო შესვლის შემთხვევაში ამ მიმართულებით ვიმუშავებ. ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

"თუ სადმე კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს, ეს არის სამართალდამცავი სისტემა. პოლიციას აქვს ერთადერთი პოლიტიკური ფუნქცია. საქართველოს მოქალაქეები თავს დაცულად ვერ გრძობენ. შეთანხება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პოლიცია პოლიტიკური გავლენებისგან იყოს თავისუფალი", - განაცხადა კოალიცია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

" ეს არის მნიშვნელოვანი დღეს და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება. საქართველოში დამყარდება სიმშვიდე, ამას ემსახურება ფედერალური ბიუროს შექმნა, იზრდება ხალხის მონაწილეობა ამაში - ეს არის ერთის მხრივ შერიფების არჩევა. სწორედ ამიტომაც ვაწერთ ხელს და მადლობა ამისათვის გირჩს ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

"30%-მდე აქვს მხარდაჭერა ამ შეთანხმებაზე ხელმომწერ პარტიებს. ჩვენი მიზანია, ამ შეთანხმების მონაწილე იყოს ყველა პარტია . ყველა პოლიტიკური ძალის ვალდებულებაა ამ შეთანხმებაში მონაწილეობა და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას ამაში მონაწილეობისათვის", - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.