ატარეთ პირბადე დახურულ სივრცეში, კონტროლი მკაცრდება! - მთავრობის ახალი მოთხოვნები
ატარეთ პირბადე დახურულ სივრცეში, კონტროლი მკაცრდება! - მთავრობის ახალი მოთხოვნები

A+ A-

14:42 16/09/2020
პირბადის ტარების კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
 
ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაიცვან რეგულაციები. 
 
“რაც შეეხება რეგულაციებს, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ - პირბადეები ყველგან ატარონ, მათ შორის, დაუხრულ სივრცეში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან კონტროლი გამკაცრებულია. მაქსიმალურად, დაიცავით ასევე სოციალური დისტანცია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
 
შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა.