რა ხდება რაგბის კავშირში?
რა ხდება რაგბის კავშირში?

A+ A-

15:16 16/09/2020

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას მიერ „შვიდკაცას“ ნაკრების ყოფილი კაპიტანის, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელის, რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტს, რაგბის კავშირში “2020NEWS“-თან ადასტურებენ.

თუმცა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, მეტ დეტალს არ ასაჯაროებენ.

“გიდასტურებთ, რომ ინციდენტი მოხდა. რაგბის კავშირის თანამშრომლები გამოძიებასთან ვთანამშრომლობთ და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეტის თქმის უფლება არ გვაქვს“, - უთხრა სააგენტოს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, სანდრო უჯმაჯურიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ამის შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა განაცხადა.

„დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – აღნიშნა თორნიკე გოგებაშვილმა.