გაერო ტურიზმის განვითარებისთვის, თბილისის დეკლარაციას შექმნის - ზურაბ პოლოლიკაშვილი
გაერო ტურიზმის განვითარებისთვის, თბილისის დეკლარაციას შექმნის - ზურაბ პოლოლიკაშვილი

A+ A-

15:23 16/09/2020

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომის საქართველოში გამართვა ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველი თვეების განმავლობაში კარგად წარმოაჩინა თავი, რამაც საქართველოს „მწვანე ქვეყნების“ სიაში ყოფნა განაპირობა.

„სექტორი ჯერ კიდევ არის კრიზისში და მზად უნდა ვიყოთ, რომ სათანადო პასუხი გავცეთ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სექტორში მილიონობით ადამიანია დასაქმებული. 20-ზე მეტი დელეგაცია გვყავს და აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. ჩამოვაყალიბებთ თბილისის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი თვეების განმავლობაში ტურიზმის განვითარებას“,-აღნიშნა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.