"არჩევნები დამთავრდეს და ...- "ოცნების" დეპუტატი "მთავარის" ჟურნალისტს ემუქრება
"არჩევნები დამთავრდეს და ...- "ოცნების" დეპუტატი "მთავარის" ჟურნალისტს ემუქრება

A+ A-

15:41 16/09/2020

"ოცნების" დეპუტატი "მთავარი არხის" ჟურნალისტს დაჭრით ემუქრება. დმანისიში, სოფელ ნახიდურში, მოსახლეობასთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, "ქართული ოცნების" პარტ აქტივი და ზონდერები "მთავარის" გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდნენ. 

"მთავარის"  ჟურნალისტს, ჯეჰუნ მუჰამედ ალის დაჭრით ექმურება ადგილობრივ საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვუგარ ისაევი

შენ აქ ვერ გადაიღებ ვერაფერს, მე ასე მინდა... თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ მოდიხარ და ჩემს სოფელში ბლატაობ? გითხარი არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება. არჩევნების მერე მე პირად შენ და სხვებს შეგხვდებით - იმუქრება ვუგარ ისაევი 
 


ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ემუქრებოდა დანით დაჭით, "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტს სულ სხვა სიტყვებით დაელაპარაკება. 

მე არავის მეშინია შენ კამერა გამორთე და რაღაცას გეტყვი...დიახ გითხარი, მერე მითხარი მერე რა გინდა ? ... არაკაცი ხარ 50 ლარად მომუშავე ხარ. არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ სულ სხვა სიტყვებს გეტყვი, მიდი იმუშავე ნაციონალებზე - უთხრა ჟრნალისტს დეპუტატმა 

დღეს, "ძალა ერთობაშიას" წარმოადგენელი კახა ოქრიაშვილი, სოფელ ნახიდურში მოსახლეობას შეხვდა და დმანისში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. ოქრიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევბი თუ კიდევ განმეორდება, არჩევნების დემოკრატიულობა კითხივს ნიშნის ქვეშ დაადგება.