სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადასხვა რესურსის გამოყენება - კელი დეგნანი
სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადასხვა რესურსის გამოყენება - კელი დეგნანი

A+ A-

17:32 16/09/2020

სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადასხვა რესურსის გამოყენება.  განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.  

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს“ ,- განაცხადა ელჩმა.