მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით ესაჭიროება ჩარევა - ანრი ოხანაშვილი
მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით ესაჭიროება ჩარევა - ანრი ოხანაშვილი

A+ A-

18:25 16/09/2020

მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით ესაჭიროება ჩარევა. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველა სახის ფანტაზიის მიღმაა გასული და მას სამედიცინო თვალსაზრისით კონსულტაციები ესაჭიროება.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე - ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს.

თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან - ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! რასაც კადრულობს და ცდილობს მოატყუოს, ამას არ მიიღებს ჩვენი ხალხი. ასე, რომ, დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა კიევის ვენახში გადაღებული ვიდეო და ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანელის სახელით“ მიმართა.