გადავრჩით! - ადვოკატის კლასტერს გადარჩენილი: დეკანოზი მამალაძე, გლდანისა და რუსთავის ქალთა ციხეები, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები
გადავრჩით! - ადვოკატის კლასტერს გადარჩენილი: დეკანოზი მამალაძე, გლდანისა და რუსთავის ქალთა ციხეები, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები

A+ A-

18:11 16/09/2020

„მე რომ კორონავირუსი აღმომჩენოდა, ნახევარი თბილისი ჩემი კლასტერიდან იქნებოდა, დეკანოზ გიორგი მამალაძესთანაც უნდა მქონოდა შეხვედრა, თუმცა ვერ მოხერხდა“, -  ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

ფანცულაია ამჟამად თვითიზოლაციაშია და მესამე ტესტის შედეგს ელოდება. კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატი იმყოფებოდა: გლდანის ციხეში, რუსთავის ქალთა ციხეში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოსა და საბურთალოს ბიზნესცენტრში.

„მე რომ კორონავირუსი დამდასტურებოდა, ჩათვალეთ, რომ ნახევარი თბილისი ჩემი კლასტერიდან იქნებოდა, რადგან უამრავ ადამიანთან მქონდა შეხება. ვიმყოფებოდი გლდანის ციხეში, რუსთავის ქალთა ციხეში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში, აგრეთვე ჩემს ოფისში, რომელიც საბურთალოს ბიზნეს ცენტრში მდებარეობს, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს, მათ შორის, თქვენი რედაქციაც.. ღმერთმა გადაგვარჩინა უდიდესი კლასტერის შექმნისგან“, - განაცხადა ფანცულაიამ.

ფანცულაიას თქმითვე, ის „ტვ პირველში“ შეხვდა კორონავირუსით ინფიცირებულ ლევან გოგიჩაიშვილს, რომლთანაც ახლო კომუნიკაცია ქონდა.

„6 სექტემბერს შევხვდი ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც ცოტა ხანშივე კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან ახლო შეხება მქონდა, რადგაც ერთ  სავარძელზე ვისხედით და ჩვენ შორის ნახევარმეტრიანი დისტანცია იყო მხოლოდ დაცული“,- ამბობს ფანცულაია.

 

მისივე თქმით,  გლდანის ციხის ის ბადრაგები, რომლებიც მასთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს მანამდე, ვიდრე მისი კორონავირუსზე ტესტირების პასუხი გახდებოდა ცნობილი.

„მას შემდეგ, რაც გლდანის ციხეში ვიმყოფებოდი და უშუალო შეხება მქონდა ციხის ბადრაგებთან, ისინი გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და იყვნენ მანამ, ვიდრე ჩემი ტესტის პასუხი არ გახდებოდა ცნობილი.

ორჯერ ჩამიტარეს პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც ორივეჯერ უარყოფითი აღმოჩნდა, ჩემი აზრით, მესამე ტესტს იზოლაციის დასრულების შემდეგ გამიკეთებენ, ანუ -პარასკევს“, - აცხადებს ფანცულაია.

ადვოკატის თქმით, კორონავირუსს ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით გადაურჩა, რადგან როდესაც „ტვ პირველიდან“ გამოვიდა, ჩაიტარა დეზინფექცია.

„ჩემი კორონავირუსის უარყოფითი პასუხი გამოიწვია იმან, რომ ყოველთვის ვიტარებ დეზინფექციას და ვატარებ პირბადეს. ჩემი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ ქალაქში, ამიტომაც მათთან კომუნიკაცია არ მქონია“, - ამბობს ფანცულაია.

მისივე თქმით, მან ჯანდაცვის სამინისტროს შესთავაზა იმ ადამიანების სიის გადაცემა, რომელთანაც კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა სამინისტრომ უარი უთხრა.

„ჯანდაცვის სამინისტროს ვუთხარი, რომ გადავცემდი იმ სიას, რომელთანაც მქონდა შეხება მაგრამ მათ უარი განმიცხადეს, რადგან მე არ დამდასტურებია კორონავირუსი“, - განაცხადა ფანცულაიამ სააგენტოსთან საუბრისას.

ცნობისთვის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ადვოაკტი გიორგი ფანცულაია თვითიზოლაციაში გადავიდა, რადგან მას დეპუტატთან ახლო კომუნიკაცია ჰქონდა „ტვ პირველში“, მაია მამულაშვილის გადაცემაში. ამავე გადაცემის წამყვანიც თვითიზოლაციაშია მესამე სტუმართან, ადვოკატ ზაზა ხატიაშვილთან ერთად. როგორც „2020NEWS“-მა უკვე გაარკვია, ხატიაშვილს კორონავირუსი არ დადასტურებია.

ხატია მამულია