გოგი წულაიას შუნტირების ოპერაცია ესაჭიროება - ზაზა ლომინაძე
გოგი წულაიას შუნტირების ოპერაცია ესაჭიროება - ზაზა ლომინაძე

A+ A-

18:55 16/09/2020

„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ექიმმა კარდიოლოგმა,  კლინიკა „ელჯის“ დამფუძნებელმა ზაზა ლომინაძემ  “2020NEWS”-ს განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს შუნტირების ოპერაცია ესაჭიროება.

 "პაციენტი გიორგი წულაიას მდგომარეობა რჩება რჩება სტაბილურად მძიმე. ის  დილით შემოიყვანეს მიოკარდიომის მწვავე ინფარქტით, ეს არის რიგიით მესამე შემთხვევა, მას ორჯერ გაკეთებული აქვს ოპერაცია. რჩება გადაუდებელი ინტენსიური თერაპიის ბლოკში.  უტარდება სათანადო მკურნალობა, ჩაუტარდა კორონაროგრაფია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას ესაჭიროება შუნტირების ოპერაცია. თუ როდის ჩატარდება ოპერაცია კონსილიუმით გადაწდება", -განაცხადა მკურნალმე ექიმმა ზაზა ლომინაძემ.

ცნობისთვის,  გოგი წულაიას მკურნალი ექიმი  ზაზა ლომინაძე მმართველი პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. გოგი წულაია კი,  რომელიც ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეა,  წყალტუბო, სამტრედია, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სახელდება.

ირინა მაკარიძე