ვარსკვლავური ომი ზუგდიდში ქალწულ ჩიქოვანსა და ლომ უგულავას შორის - მორიელ ალასანიას არჩევნების "გაჩეხვას" არ ურჩევენ
ვარსკვლავური ომი ზუგდიდში ქალწულ ჩიქოვანსა და ლომ უგულავას შორის - მორიელ ალასანიას არჩევნების "გაჩეხვას" არ ურჩევენ

A+ A-

21:16 17/09/2020

ზუგდიდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში თუკი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიული ალასანია იბრძოლებს, მაშინ გამარჯვების შანსი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს გაუჩნდება, რადგან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დედა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას სიტუაციას გაუჩეხავს 

ამის შესახებ ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა 2020NEWS”-ს განუცხადა და საარჩევნოდ ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა.  

მისივე თქმით, ამ პერიოდში წარმატების შანსი ირაკლი ჩიქოვანს - ჰოროსკოპით ქალწულსა და გიგი უგულავას ჰოროსკოპით ლომს თანაბარი აქვთ. მეტიც, მათ შორის შანსები 50-50-ზეა. თუკი საარჩევნო ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა - ჰოროსკოპით მორიელი გიული ალასანია არ ჩაერთვება.  

თუ გიული ალასანია გამოვა მაჟორიტარ კანდიდატად, ალასანია და უგულავა ერთმანეთში ძალიან გაიჩეხებიან. ერთმანეთს ბევრ ხმებს წაართმევენ, რამაც შესაძლოა მესამე კანდიდატის - ირაკლი ჩიქოვანის წისქვილზე დაასხას წყალიამიტომ თუ ეს ორივე კანდიდატი იქნება, მაღალია შანსი, რომ მესამე კანდიდატმა გაიმარჯვოს. 

თუ არადა ძალიან დიდი ბრძოლა იქნება უგულავასა და ჩიქოვანს შორის, სიმართლე გითხრათ, ალიან რთულია, ვთქვათ, ვინ გაიმარჯვებს, რადგან ორივე მათგანს  ქალწულსაც და ლომსაც წარმატების შანსი 50-50%-ზე აქვთ, მაგრამ თუ ალასანია გამოჩნდა, მაშინ „ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ცაგარელმა.  

შეგახსენებთ, 2020 წლის გარდამტეხი არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, ზუგდიდი კი, პოლიტიკოსების თქმით, ამ არჩევნების ეპიცენტრი იქნება.