თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა
თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა

A+ A-

23:45 17/09/2020

თბილისის "ლოკომოტივმა"ისტორიული გამარჯვება იზეიმა. თბილისურმა კლუბმა მოახერხა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა. თამაშის დაწყებამდე რუსული გუნდი ფავორიტად ითვლებოდა თუმცა, გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ მოედანზე ფავორიტის დამარცხება შეუძლიათ.

თბილისის "ლოკომოტივიდან" გოლები ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს.

ცნობისთვის, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფაკაციო ეტაპზე "ლოკომოტივი" ესპანურ "გრანადას" დაუპირისპირდება.