ისანში ლევან ხაბეიშვილის ოფისი დაარბიეს
ისანში ლევან ხაბეიშვილის ოფისი დაარბიეს

A+ A-

10:05 18/09/2020

ისანში ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ორმა უცნობმა ოფისს ქვები ესროლა, შუშები ჩაამსხვრიეს და ინვენტარი დააზიანეს.

"ორგანიზებულად მოიტანა ქვები ორმა ადამიანმა, ორგანიზებულად ჩალეწეს შუშები, ორგანიზებულად გაიქცნენ და ეჭვი მაქვს, რომ ორგანიზებულად არ გამოიძიებს ქართული ოცნების პოლიცია ამ შემთხვევას. სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ქვასროლია ხელისუფლება, რომელსაც დაშავების, კრიმინალის და ძალადობის გარდა არაფერი შეუძლია და მეტიც, ქვის ხანაში უნდა დაგვაბრუნოს," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. პოლიციას თავდამსხმელები ჯერ-ჯერობით არ დაუკავებია.