საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

A+ A-

10:32 18/09/2020

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.