გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია უფრო აქტიურ და აგრესიულ ფაზაში შევა - ვანო მაჭავარიანი
გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია უფრო აქტიურ და აგრესიულ ფაზაში შევა - ვანო მაჭავარიანი

A+ A-

10:31 18/09/2020

გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია უფრო აქტიურ და აგრესიულ ფაზაში შევა. მიაჩნია  უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს,  პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანს.  თუ რა შანსი აქვს რეალურად მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, მოვლენების  განვითარების როგორი სცენარები არის შესაძლებელი და ზოგადად,  რას „გვასწავლის“ სოციოლოგიური  კვლევები, ამ დასხვა საკითხებზე ვანო მაჭავარიანი „2020NEWS”-ს ესაუბრა.

- ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე სოციალოგიური კვლევა გამოქვეყნდა, რას იტყვით მათ შესახებ? 

- ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობების გადმოსაცემად და ძალიან ბევრი პარტია, მათ შორის მმართველი პარტია და ოპოზიცია ძალიან კარგად იცნობსამ შედეგებს. მათი შიდა კვლევები იქნება ეს  თუ სხვა კვლევები ზუსტად ამ შედეგებს, ამ ციფრებს მიუთითებს. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ მას არ აქვს 40 %-ზე მეტი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ უნდათ რომ 60%ქონდეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ოპოზიცია სწორად დაალაგებს თავის წინასაარჩევნო ხედვებს და სტრატეგიას, შანსები როგორც მმართველი გუნდის, ისე მისი ძირითადი ოპონენტების არის თანაბარი. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან დიდი პროცენტი მოსახლეობის აპირებს არჩევნებზე წასვლას და ეს მზაობა მიუთითებს იმას, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რთული იქნება „გამოაცხოს“ ციფრებიამ არჩევნებზე. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, ძალიან აქტიურ და ნეგატიურ საარჩევნო კამპანიას დავინახავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათი ოპონენტების წინააღმდეგ.

- თქვენ ფიქრობთ რომ წინასაარჩევნო კამპანია კიდევ უფრო აგრესიული გახდება?

კვლევები, ეს იქნება „Edison Research“,”IRI- თუ სხვა, გარდა,  „იმედის“ გამომცხვარი კვლელებისა,  მიუთითებს იმას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა კარგად იციან, რომ მათი მხარდაჭერა კლებულობს იმ შეუსრულებელი დაპირებების, იმ ერთპარტიული მმართველობის გამო, რომელიც არავითარ შედეგს არ აძლევსსაქართველოს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას, რომელიც დღითიდღე უარესდება, დაპირებები დაპირებებად რჩება. რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ძალიან სერიოზული სამუშაო ექნება „ქართულ ოცნებას“, რომ ეს 40%-იც არ დაკარგოს, იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდი ახლა იწყება. ახლა გამოჩნდება რეალურად, რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა, ფინანსები, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და რამდენად რეალისტურია პოლიტიკური პარტიებისდაპირებები, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და არ დარჩეს ერთ ადგილზე, უძრაობაში, როგორც ჩვენ დღეს გვაქვს.

- „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს ერთმანეთის მიყოლებით უნდობლობას უცხადებდნენ კვლევებს, ირაკლი კობახიძემ კი დღეს IRI-ს უთავმოყვარეო ორგანიზაციაც კი უწოდა.

- ეს მიანიშნებს  იმას, რომ კობახიძეს უნდა ნებისმიერი კვლევა იგივე შედეგს დებდეს, რაც „ქართული ოცნების“შეკვეთილ კვლევებშია, გინდ „იმედის“ დაკვეთით და გინდ „რუსთავის 2“-ის დაკვეთით შესრულებულში, მაგრამ,  ზოგადად, სიტუაცია „ქართულმა ოცნებამაც“ კარგად იცის, რომ 2016 წლიდან არსებული ტენდეცია, რაც არჩევნების შედეგებმა აჩვენა, ეს არის გადაღლილობა ერთი დაიგივე პარტიის, მმართველობის მიმართ, რომელიც შედეგს არ დებს.ამიტომ,  ძალიან კარგად იციან, რომ ეს პროცენტი რეალურია, უბრალოდ, უნდათ თავიანთ მხარდამჭერებს აჩვენონ, რომ მათ წინააღმდეგ იბრძვის ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით. ასევე ქვეყნის გარეთ და IRI-ს, თუ Edison Researchთუ NDI-ს საქართველოს მტრადგამოცხადება, უბრალოდ,  არის უგუნურება და კამპანიის ნაწილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უკვე, კარგა ხანია, გამოყენებაში აქვს.

- ხშირად ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც უნდობლობას უცხადებენ კვლევებს და ამ ორგანიზაციებს, ზოგჯერ მიუხედავად იმისა, რას მიუთითებს კვლევა...

- კვლევა არის ის სოციოლოგიური მეთოდოლოგია, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორად გაანაზილონ,სად არის პრობლემა, რომ  მეტი იმუშავონ და მეტი მხარდაჭერა მიიღონ.  ეს არ არის საბოლოო შედეგი, კვლევა აჩვენებს განწყობებს...  ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჯერ კიდევ წინაა აქტიური წინასაარჩევნო ფაზა, მნიშვნელოვანია, რომ სწორი აქცენტები აკეთონ და მეტი ყურადღება მიაქციონ ამ კვლევებს.  ნებისმიერი კვლევა რომელიც არ აჩვენებს ამა თუ იმ პოლიტიკოსის იმ მხარდაჭერის იმ მასშტაბს, რაც მას რეალურად მიაჩნია,  რა თქმა უნდა,   კვლევებს დაიწუნებს, მაგრამ „ქართული ოცნებიდან“ ხდება არათუ დაწუნება, ამ კვლევის ავტორების მტრად გამოცხადება, რაც დაუშვებელია.

არჩევნებამდე დარჩა თითქმის თვენახევარი, რა მოხდება არავინ იცის, როგორც 2012-ში არ ელოდა „ნაციონალური მოძრაობა“„ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებას, ასევე ყველაფერი შეაძლებელია 2020-ში მოხდეს, რამდენიმე ვარიანტი,  იქნება ეს „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ან ოპოზიციური პარტიების გამარჯვება, შესაძლებელია, მაგრამ ჯერ  არის სამუშაო პროცესი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ კონკრეტულ შედეგს დადებს.

 ეს თვენახევარი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამ კვლევებიდან გამომდინარე, პოლიტიკურმა ძალებმა სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ, იმუშავონ და რეალობას შეხედონ თვალებში.

- „ქართულმა ოცნებამ“ 40% მეტი უნდა აიღოს, რომ შეძლოს მთავრობის ჩამოყალიბება, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეძლებს ასეთი ნდობის მიღებას?

- „ქართულ ოცნებას“ მიაჩნია,  რომ თავისი ადმინისტრაციული, სახელმწიფოებრივი, ფინანსური თუ კრიმინალური რესურსით შეუძლია დადოს ციფრი, რომელიც მას მთავრობის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. მაგრამ  ის მაღალიმაჩვენებელი,  რომელიც მიუთითებს მოსახლეობის მიერარჩევნებზე წასვლის მზაობას, მიუთითებს იმას,რომ ეს ამომრჩეველი  ხმას მისცემს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს არის რეალობა და ჩვენ ნოემბერში გავიგებთ, რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“  იმ რეალობაში, როდესაც მისი მხარდაჭერა არ აჭარბებს 40%-ს მაინც დადოს,  50%-ზე მეტი და რეაქცია ექნება ამაზე საქართველოს მოსახლეობას.  ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,  თუ რა პროცესები განვითარდება არჩევნებიშ შემდეგ ...

-„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ღმერთმა ნუ ქნას,  40% ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ვერშეძლებენ კონსესუსის მიღწევას და მთავრობის ჩამოყალიბებას,  ეს  კი არასტაბილურ ვიღარებას შექმნისო.  რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

- მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პარტიები შეძლებენ კონსესუსის მიღწევას, რომ დააკომპლექტონ მთავრობა.„ქართული ოცნება“ გააკეთებს ამას თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც რეალურად არსებობს. ვფიქრობ, ამომრჩევლის დაშინება, რომ ვერ შეთანხმდებიან პოლიტიკური პარტიები მთავრობის ფორმირებაზე, არის გაზვიადებული და გარკვეული „საფრთხობელა“ და წინაასარჩევნო ხრიკი.

 ირინა მაკარიძე