მოსკოვის “დინამოს“ მწვრთნელი “ლოკომოტივთან“ მარცხის გამო “დასაჯეს“
მოსკოვის “დინამოს“ მწვრთნელი “ლოკომოტივთან“ მარცხის გამო “დასაჯეს“

A+ A-

10:29 18/09/2020

მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კირილ ნოვიკოვი, რომელიც გუნდს სათავეში 2019 წლის დეკემბრიდან უდგას, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაათავისუფლონ. მისი გათავისუფლება 17 სექტემბერს გადაწყდა, რადგან ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, მოსკოვის „დინამო“ სტუმრად „ლოკომოტივთან“ (1: 2) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა . ეს კი რუსეთში სამარცხვინო წაგებად მონათლეს. ცნობისთვის, ნოვიკოვის ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის ზაფხულამდე.