გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 916 შემთხვევა
გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 916 შემთხვევა

A+ A-

10:54 18/09/2020

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 916 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 267 773-მდე გაიზარდა.  შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 9 378-ს მიაღწია.

შეგახსნებთ, გუშინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ევროპაში შემაშფოთებელია და ამ კუთხით კონტინენტზე „ძალიან სერიოზული სიტუაციაა.“