მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ - გიორგი ვაშაძე
მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ - გიორგი ვაშაძე

A+ A-

17:22 18/09/2020

მთავრობის წარმომადგენლები

საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ . აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მისი თქმით,  ქვეყანაში არსებულ  უმძიმეს   ვითარებას  ლარის კურსის მკვეთრი ვარდნაც გამოხატავს,

„ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და ამას ლარის კურსიც გამოხატავს, რომელიც როგორც წესი, ყველაზე ნათელი მაჩვენებელია იმ უდიდესი გაჭირვებისა და თავის ტკივილისა, რაც ქვეყანაშია. დღეს კიდევ ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, რომლებიც, უბრალოდ, რეალობას მოწყვეტილები არიან, ისინი საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი არის იქ, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა. აი, ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს, ეს არაპროფესიონალიზმი, უვიცობა, კორუმპირებულობა და საკუთარ თავზე ორიენტირებულობა, რადგან მათი მოსმენაც კი, უკვე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები იმდენად დიდ სიცრუეზე საუბრობენ ყოველთვის“ ,- აცხადებს აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.