სკოლები უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება - ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი
სკოლები უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება - ჯანმო-ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი

A+ A-

17:58 18/09/2020

სკოლები უნდა იყოს პირველი, რომელიც გაიხსნება და ასევე, უნდა იყოს ბოლო, რომლის დაკეტვაც განიხილება,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ვასილი ესენამანოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

 „ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ამ შემთხვევაში სკოლები უნდა დაიხუროს, მაგრამ თუ ასეთი აუცილებლობა არ იქნება, სკოლებმა უნდა იმუშაოს.

ასევე, გასათვალისწინებელია სკოლების დახურვის გავლენა არა მხოლოდ ბავშვების განვითარებაზე, არამედ თითოეულ ოჯახზე, რადგან ამ შემთხვევაში მშობლებს უწევთ ყოველდღიური ეკონომიკური აქტივობის მიტოვება...

სკოლაში ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ და მათ შეიძლება გაავრცელონ ვირუსი. რა თქმა უნდა, რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, ნაკლებია შანსი სერიოზული დაავადების განვითარების, თუმცა საყურადღებოა, რომ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო რთულია შესაბამისი ზომების დაცვა, ძალიან რთულია იმის უზრუნველყოაფა, რომ ბავშვმა ატაროს ნიღაბი წესების დაცვით, დაიბანოს ხელები რეგულარულად და ყველაზე საყურადღებოა ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ფიზიკური დისტანციის დაცვა,“- განაცხადა ვასილი ესენამანოვმა.