გურიაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გურიაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

19:07 18/09/2020

გურიაში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, ოთხივე შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება.

,,დღეს დილით ვთქვით, რომ ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გქონდა. მოგვიანებით დაემატა კიდევ ოთხი. მათი რაოდენობა ოზურგეთში დღეს რვა ერთეულით გაიზარდა. ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მსუბუქი სირთულის პაციენტებად ითვლებიან“,- განაცხადა არჩილ მჟავიამ.