ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

A+ A-

12:58 19/09/2020

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე გვყავს 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი. მათ შორის ორი არის 38 კვირის ფეხმძიმე. საკეისრო კვეთა არ იგეგმება, სავარაუდოდ, ფიზიოლოგიურად იმშობიარებენ. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ძირითადად, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტები თავს კარგად გრძნობენ. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“- განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ.