იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს
იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავეს

A+ A-

13:21 19/09/2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ჭიათურის რაიონული სამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურაში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება.

დანაშაული ექვსიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ პრი აბი, ამავე ნარკოტიკის ორი აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.