ქუთაისში საერთაშორისო გზავნილების კომპანიის ფილიალი გაქურდეს
ქუთაისში საერთაშორისო გზავნილების კომპანიის ფილიალი გაქურდეს

A+ A-

16:40 19/09/2020

ქუთაისში, გუშინ, 18 სექტემბერს, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელექსპრესის ფილიალი გაქურდეს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა არის წაღებული.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.