საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა

A+ A-

10:22 20/09/2020

საქართველოში კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ვებგვერდმა Stopcov.ge-მ განაახლა.

20 სექტემბერის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3502-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.