ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

11:10 20/09/2020

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, "კოვიდ-19"-ის კიდევ 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 15 სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

195 საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქიდან ვირუსი 53 მათგანს აღმოაჩნდა, პანდემიის გავრცელების დღიდან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამოვლენილია 878 კორონავირუსის შემთხვევა, საიდანაც 7 ლეტალურად დასრულდა.

6 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმედ რჩება.