მინსკში ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს - პოლიციამ აქციის 200 -ზე მეტი მონაწილე დააკავა
მინსკში ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს - პოლიციამ აქციის 200 -ზე მეტი მონაწილე დააკავა

A+ A-

11:38 20/09/2020

მინსკში სამართალდამცავებმა ქალების საპროტესტო მარში დაარბიეს. ბელარუსის დედაქალაქში, საპროტესტო მარშში მონაწილეობა 2000-ზე მეტმა ქალმა მიიღო.

პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და ფურგონებში ძალით ჩასვა. ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაცია "ვიასნას" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.