ინდოეთის სავიზიტო ბარათი ტაჯ მაჰალი 6 თვიანი პაუზის შემდეგ იხსნება
ინდოეთის სავიზიტო ბარათი ტაჯ მაჰალი 6 თვიანი პაუზის შემდეგ იხსნება

A+ A-

10:45 21/09/2020

ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ იხსნება. გახსნის მიუხედავად, კვლავ ძალაში დარჩება შეზღუდვები, როგორიცაა პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი, ასევე დამთვალიერებლები ვალდებულები იქნებიან ტერიტორიაზე დისტანცია დაიცვან. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს და სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა.

პანდემიამდე მას დღეში 70 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა. ცნობისთვის, ქალაქ აგრაში მდებარე მარმარილოს მავზოლეუმი ტაჯ მაჰალი, რომელიც იუნესკოს ისტორიული ძეგლების მემკვიდრეობის სიაშია, კორონავირუსის გამო ვიზიტორებისთვის 17 მარტს დაიხურა.

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 87 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსი 5,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 87 882 ადამიანი.