სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო და რომლის მომხრე ყველანი ვიყავით, წარმატებული აღმოჩნდა - რატიანი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო და რომლის მომხრე ყველანი ვიყავით, წარმატებული აღმოჩნდა - რატიანი

A+ A-

12:45 21/09/2020

საქართველოში კარანტინის გამოცხადება წარმატებული აღმოჩნდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია. ამასთან რატიანის განცხადებით, კოვიდ-19-თან წინააღმდეგ ბრძოლის ორი გზა არსებობს.

„კოვიდინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ორი გზაა, ესაა ლიბერალური და ჩამკეტი სისტემა, როდესაც საკარანტინო ღონისძიებებს ახორციელებდა ესა თუ ის ქვეყანა. რა მოიგეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ჩაკეტილ სისტემაში მიიღეს მონაწილეობა? ჯანდაცვის სისტემამ ისწავლა ამ ვირუსის მართვა. მანამდე თუ არ ვიცოდით, ვირუსის გავრცელების ბიოტექნოლოგია და რა იყო ვირუსის ამა თუ იმ სიმპტომის მკურნალობა, გაჩნდა დიდი გამოცდილება.

მაგალითად, გაჩნდა წამალი, დექსამეტაზონი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა თურმე და არ იყენებდნენ. იტალიის მაგალითმა და ბევრმა საერთაშორისო სტატიამ დაგვანახა ცოდნის დეფიციტი ამ ვირუსთან ბრძოლის კუთხით და ჩვენმა ქვეყანამ სხვა ქვეყნების გამოცდილების მაგალითზე ბევრი რამ ისწავლა. ეს დიდი პლუსია, რადგან იმ ეტაპზე, სხვამ რომ შეცდომა დაუშვა, შენც იგივე არ დაუშვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კარანტინი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო და რომლის მომხრე ყველანი ვიყავით, წარმატებული აღმოჩნდა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექსიის დაფიქსირების დღიდან, ქვეყანაში სულ 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.