ბათუმის მსგავსად, საველე კარვები თბილისშიც განთავსდება
ბათუმის მსგავსად,  საველე კარვები თბილისშიც განთავსდება

A+ A-

13:20 21/09/2020

ბათუმის მსგავსად, საველე კარვები თბილისშიც განთავსდება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ლოკაციაზე განთავსდება საველე კარვები. ასევე აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ტესტის ჩატარება ნებაყოფლობით მოხდება და ის უფასო იქნება.

ცნობისთვის, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ. შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსის 193 შემთხვევა დაფიქსირდა, 40 გამოჯანმრთელდა და ერთი გარდაიცვალა.