პრეზიდენტი გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
პრეზიდენტი გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

A+ A-

15:10 21/09/2020
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება ვირტუალურად ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
 
მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
 
საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვის რეჟიმში გადაიცემა.