სატელიტით გადაღებული ფოტოები დამონტაჟებულს ჰგავს, Google-შიც კი არ იძებნება - ბაჩანა ლობჟანძე
სატელიტით გადაღებული ფოტოები დამონტაჟებულს ჰგავს, Google-შიც კი არ იძებნება - ბაჩანა ლობჟანძე

A+ A-

17:38 21/09/2020

სატელიტით გადაღებული ფოტოების ავთენტურობა საეჭვოა,  რადგან დამოტანჟებულს ჰგავს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია Google-ის  მეშვეობით იპოვოს სატელიტით გადაღებული ფოტოები.

ლობჟანიძისთვის საეჭვოა, საიდან აღმოაჩინა დავით ფურცხვანიძემ ის ფოტომასალა, რომელიც Google-შიც კი  არ იძებნება.

„ჩემთვის საეჭვოა როგორ აღმოჩნდა, სატელიტით გადაღებული ის მასალა დავით ფურცხვანიძის ხელში, როდესაც თავად Google-შიც კი არ იძებნება ის დღეები, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა.

თავიდანვე ვამტკიცებდი, რომ ეს ფოტო მასალა არაავთენტური იყო და ამაში ახლა ყველანი დავრწმუნდით“. - განცხადა ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე გამოიკითხა, რომელმაც გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტი გადაღებული ფოტომასალა მიაწოდა.  ამ ფოტომასალაზე ჩანს, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა გაუჩინარებისა და მეორე დღეს არ დგას იმ ადგილას, სადაც 5 დღის ძებნის შემდეგ იპოვეს.

ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბი იყო.