შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და “ლელოს” დამფუძნებლებს შორის შეხვედრა გაიმართა
შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანსა და “ლელოს” დამფუძნებლებს შორის შეხვედრა გაიმართა

A+ A-

21:25 21/09/2020

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პარტია “ლელოს” დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და ანა ნაცვლიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ელჩმა და “ლელოს” ლიდერებმა, 2020 წლის ოქტომბრის მოახლოებულ არჩევნებსა და „ლელოს“ "მარშალის გეგმაზე" ისაუბრეს. კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩაივლის.