ოდრე აზულე: ხელოვნური ინტელექტი ისე შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს
ოდრე აზულე: ხელოვნური ინტელექტი ისე შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს

A+ A-

214

19:33 23/10/2018

ინტერვიუ იუნესკოს გენერალურ მდივანთან, ოდრე აზულესთან

ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ბევრი სერიოზული სოციალური პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება. თუმცა მას თან სდევს არც თუ ისე ცოტა რთული კითხვები ეთიკის, ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების სფეროებში. დღემდე არ არსებობს საერთაშორისო ეთიკის ჩარჩოები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შემუშავების და გამოყენების სფაროებს ეხება.

- რატომ ინტერსდება იუნესკო ხელოვნური ინტელექტით?

- ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ კაცობრიობა ახალი ერის ზღურბლთან დგას. ხელოვნური ინტელექტი ისე შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, რომ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ცვლილებები უკვე დაიწყო და ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო. ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროებში გამოიყენება, მათ შორის ჯანდაცვაში, განათლებაში, კულტურაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ სფეროში ბევრი კვლევა მიმდინარეობს. მასში (ხელოვნურ ინტელექტში) მნიშვნელოვანი სახსრების ინვესტიცირება არა მხოლოდ ინტერნეტ-გიგანტების Google, Apple, Facebook, Amazon и Microsoft-ის, არამედ ბევრი ქვეყნის მხრიდან მიმდინარეობს, რითაც ისინი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის აქტიური მონაწილეები ხდებიან. ცვლილებების ეპოქაში იუნესკოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს. უპირველესად კი იმიტომ, რომ ხელოვნური ინტელექტი უშუალოდ ეხება ორგანიზაციის კომპეტენციის სფეროებს. უდიდესი ტრანსფორმაცია ელოდება განათლებას. სწავლების მეთოდიკა და საშუალებები, ცოდნის მიღება და მასწავლებელთა მომზადება ძირეულად შეიცვლება.  ამასთან დაკავშირებით გაიზრდება ახალი უნარ-ჩვევების ფორმირების აქტუალობის საკითხები, რომელნიც აუცილებელია სამყაროში არსებობისათვის. იმ სამყაროში, რომელიც უფრო და უფრო ავტომატიზირებული ხდება. ხელოვნური ინტელექტი მოთხოვნადია კულტურაში. მაგალითად, მისი მეშვეობით შექმნილი სამგანზომილებიანი გამოსახულება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღდგენის მიზნით გამოიყენება, რასაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ ერაყის უძველესი ქალაქის - მოსულის მიმართ. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება მეცნიერებაში, მაგალითად, ჩვენს ეკოლოგიურ პროგრამებში და წყალქვეშა კვლევებში ის გამოიყენება პლანქტონის გამოსახულების კლასიფიკაციისა და ზღვის ფრინველებისა და ვეშაპების აღმოჩენისა და აღრიცხვისათვის. რასაკვირველია, ხელოვნური ინტელექტის მიღწევები აისახება ინფორმაციასთან მუშაობისას.  ხელოვნური ინტელექრტის უპირატესობებისა და საფრთხეების თაობაზე (განათლების, კულტურის, მეცნიერების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის სფეროებში) იუნესკომ ზედმიწევნითი ანალიზი უნდა ჩაატაროს.

- რა სახის არის ეს საფრთხეები?

- ხელოვნურ ინტელექტს 2030 წლიდან პერიოდისთვის არსებული დღის წესრიგის მიზნების მიღწევაში გრანდიოზული შესაძლებლობების მოცემა შეუძლია ჩვენთვის. მაგრამ იმ პირობით, რომ ეთიკური საკითხები, რომელსაც ის იწვევს, დაუყოვნებლივ იქნება გადაჭრილი. დიახ, ეს ჩვენი შანსია, რადგან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გვეხმარება მდგრადი განვითარების მიზნების რეალიზაციისაკენ სწრაფ სვლაში. ისინი რისკების შეფასების სიზუსტის ამაღლების, ისევე, როგორც ინოვაციური გადაწყვეტილებების მეშვეობით განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, ურბანიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიებში, ცოდნის გაზიარების დაჩქარების, ადამიანეის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, საშუალებას გვაძლევს. მაგრამ ეს ასევე არის რისკი – ე.წ. გაციფრულება (ავტომატიზაცია) ახალ დისპროპორციებს ქმნის, კულტურული ინდუსტრიების მრავალფეროვნებას ამცირებს, შრომის ბაზაზრზე კი ციებ-ცხელებას იწვევს, აჩენს არასტაბილურობას, აღრმავებს უთანასწორობას მათ შორის, ვისთვისაც ხელმისწავდომია ახალი ტექნოლოგიები და ვისთვისაც – არა. ამ საკითხთან დაკავშირებით, იუნესკო აუცილებლად იტყვის საკუთარ სიტყვა, მასში შემავალი სახელმწიფოების მხარდაჭერით და ცოდნის და სამეცნიერო კვლევების ხელმისაწვდომობაზე უთანასწორობის შემცირების ხაზით. არსებობს რისკი, რომ ტექნოლოგიური წყვეტა გამოიწვევს სოციალური უთანასწორობის გაძლიერებას. იუნესკოს უნდა შეეძლოს, დაეხმაროს თავის წევრ სახელმწიფოებს ახალ რეალობასთან ადაპტირებასა და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობაში.

- როგორ შეუძლია იუნესკოს ამგვარი მხარდაჭერის აღმოჩენა?

- ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას წევრი-სახელმწიფოების წინაშე, არის ინოვაციური საინჟინრო-ტექნოლოგიური აღჭურვილობის უკმარისობა და კომპეტენტური ადამიანური რესურსების ასევე უკმარისობა – მეცნიერებისა და ინჟინრების. ორგანიზაციას შეუძლია საკუთარი ცენტრების მეშევობით გაათანაბროს არსებული უთანასწორობა ქვეყნებს შორის, მოამზადოს რა კადრები მეცნიერების, ტექნიკის და ინოვაციების სფეროებში. GO-SPIN სფეროში პოლიტიკის ინსტრუმენტების გლობალური ობსერვატორიის სფეროსა და ფუნდამენტური მეცნიერებების საერთაშორისო პროგრამებში.

ეს ორგანიზაციის უმთავრესი სფეროა და მისთვის მიმდინარე რევოლუციას, დადებითი, ასევე უარყოფითი გამოვლინებები აქვს. ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილი საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამები გამოიყენება სწავლების დეცენტრალიზაციის და ინდივიდუალიზაციის, სასწავლო გეგმის მიხედვით სტუდენტების კონსულტაციისათვის და სერტიფიკაციისათვის. თუმცა ეს ტექნოლოგიები საკმაოდ ძვირია და ადამიანების უმეტესობისათვის არაა ხელმისაწვდომი. აქ არის მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრულის რისკი. წამყვანი დაწესებულების "განათლება 2030", რომელიც მდგრადი განვითარების 4 სფეროში მიზნების მიღწევის ძალისხმევას კოორდინირებს, იუნესკო საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია, რათა გადაჭრას ეს პრობლემა. ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გავრცელება წარმოადგენს, რომელიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე ინოვაციების ხელშეწყობისაკენ.

შრომის ბაზარზე ახალი პეიზაჟისთვის, რასაც ახლა ხელოვნური ინტელექტი ხატავს, მოზარდი თაობის მოსამზადებლად გარდაუვალია არსებული საგანმანათლებლო პროგრამის გადააზრება და ზუსტ მეცნიერებებზე, ტექნოლოგიებზე, ტექნიკასა და მათემატიკაზე კონცენტრირება. თუმცა ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფილოსოფიის და ეთიკის სფეროებში ცოდნის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის შესახებ არ უნდა დაგვავიწყდეს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი მოსწავლეები და სტუდენტები შეეჯახებიან იმ პრობლემებს, რომელთა ბუნებაც ჩვენთვის დღეს უცნობია. რთული გასათვლელია, როგორ გართულდება მუდმივად გართულების პროცესში მყოფი მანქანები, რომლებიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დამოუკიდებელი ხდებიან და ეს გარკვეულწილად, ადამიანის პიროვნების გამოწვევაა. ამდენად, ეთიკის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ცოდნა მთლიანობაში იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ზუსტ მეცნიერებებში კომპეტენტურობა. ინტელექტუალურ სისტემას საკუთარ მუშაობაში შეუძლია ისეთი მონაცემების გამოყენება, როგორიცაა გენდერული მოსაზრებები. ამ მხრივ საჭიროა ამგვარი სისტემების დიდი გამჭვირვალობა, მათში კორექტივების შეტანა კი მყარ ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს.

- რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ევოლუცია ძნელად წინასწარ გასათვლელი?

- ამ სფეროში გამოკვლევები დიდი სისწრაფით მიდის წინ, მაშინ, როდესაც იურიდიული, სოციალური და ეთიკური გარემო, ძალიან ნელა იცვლება. რამდენად შეუძლია მანქანას იყოს საკუთარ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში? ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება უბედური შემთხვევისას? და ვინ წყვეტს, როგორი უნდა მანქანებისთვის სწავლების დროს ჩამოყალიბებული ფასეულობები? - ამ და მსგავს კითხვებზე დღეს პასუხი ჯერ არ არსებობს.

სისტემებმა, რომელთა შესწავლა ჩვეულებრივი ადამიანური ენის მაგალითზე მიმდინარეობდა, აითვისეს სტერეოტიპები, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ტექსტებშია. როგორ არ უნდა შევშფოთდეთ, როდესაც ერთ დღეს დავდგებით ფაქტის წინაშე, უფრო სწორედ – რობოტის წინაშე, რომელსაც ექნება დისკრიმინაციული ან რასისტული ქცევა? - შეშფოთების საფუძველი სხვა ფაქტორების გამოც არსებობს - კერძო ცხოვრების დაცვა და ინტერნეტით მიზნობრივი რეკლამა, აზრის გამოთქმის თავისუფლება და ალგორითმებით ცენზურით, ავტომატიზირებული ჟურნალისტიკა, ინფორმაციაზე მონოპოლია და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ფუნდამენტური კვლევები აღსავსეა კეთილი ზრახვებით, უნებლიე გადაცდომები, ისევე, როგორც განზრახ გადაცდომები, ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ტექნოლოგიები დადგენილი ეთიკური ნორმების მკაცრი შესაბამისობით განვითარდეს.

- რა შეუძლია ამ მიმართულებით იუნესკოს?

- თუ ჩვენ გვსურს, რომ არსებული შესაძლებლობებიდან საუკეთესო ავიღოთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანების სასიკეთოდ იქნას გამოყენებული, ადამიანების ღირსების და უფლებების პატივისცემით.

დღეისათვის არ არსებობს საერთაშორისო ეთიკური ჩარჩოები, რომელიც მოიცავს ამ სფეროს (შემუშავება-გამოყენება). იუნესკო გლობალური ფორუმია, უნიკალური, ოც წელზე მეტი ხნის გამოცდილებით, საერთაშორისო დოკუმენტების მომზადების საკითხში, რომელიც ბიოეთიკას და მეცნიერებას და ტექნიკის ეთიკას ეხება. ორგანიზაცია ასევე დაეყრდნობა ორ საკონსულტაციო ორგანოს, რომლებიც ექსპერტებს აერთიანებს. ეს არის მსოფლიო კომისია სამეცნიერო ცოდნის და ტექნოლოგიების ეთიკის საკითხში და ბიოეთიკის საერთაშორისო კომიტეტი.